სუნამო MontBlanc Signature Absolue For Women eau de parfum 90ml

Original price was: 420₾.Current price is: 359₾.

თქვენი შეკვეთა ექვემდებარება უფასო მიწოდებას საქართველოს მასშტაბით!  

სიელი წარმოგიდგენთ: ქალის სუნამო Mont Blanc Signature Absolue. მონბლანი ყველაზე მაღალი წერტილი ევროპაში და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდი, რომელიც აწარმოებს ექსკლუზიურ საწერ კალმებს. მწვერვალის დაპყრობა ყველას არ შეუძლია, სამაგიეროდ Mont Blanc-ის მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის ფეშენებელური ნივთებით ტკბობის საშუალება, უკვე მრავალი წელია, ყველას აქვს. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 1906 წელს გერმანიაში, სამმა მეგობარმა გახსნა ბუმბულებიანი კალმების საწარმოო ფირმა. მწვერვალისკენ მიმავალი გზა რთული იყო, მაგრამ 90-იან წლებში ბრენდი უკვე ცნობილი გახდა, არა მხოლოდ საწერი მოწყობილობებით, არამედ ელეგანტური საათებით, ჩანთებით, სამკაულებითა და სხვადასხვა აქსესუარით.

2001 წელს გამოჩნდა პირველი სუნამოებიც, რომლებიც დამზადებულია ბრენდის პრინციპების შესაბამისად, რაც მოიაზრებს: სტილს, ფუფუნებას, მდგრადობას. 2023 წელს ცნობილმა პარფიუმერებმა უნიჭიერესი ენ ფლიპოს მონაწილეობით შექმნეს Eau de Parfum Mont Blanc Signature Absolue. სუნამო გამოირჩევა მართლაც უნიკალური შემადგენლობით: მისი საწყისი ნოტები სავსეა მწიფე მსხლისა და ენერგიული მანდარინის  ტონებით, რომლებსაც თან ახლავს ვარდისფერი წიწაკის ნაზი პიკანტურობა.

ყნოსვითი პირამიდის გული აგებულია ყვავილოვან მოტივებზე – ილანგ-ილანგის მგრძნობელობა, ტუბეროზის თაფლისებრი სიტკბოება და ფრანგიპანის დახვეწილი სიხალასე ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის, ხოლო კეთილშობილი კედარისა და ტონკას ხის მარცვლები კომპოზიციას ასრულებს  მტკიცე და მდიდრული შლეიფით. ელეგანტური და დახვეწილია სუნამოს მძიმე მინისგან დამზადებული  მრავალწახნაგა ფლაკონიც, რომელსაც ოქროსფერი ელფერი დაჰკრავს და თავსახურზე  ბრენდის კაშკაშა  ემბლემა აქვს დატანილი.

0 reviews
0
0
0
0
0

მიმოხილვა

ფილტრის მოხსნა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „სუნამო MontBlanc Signature Absolue For Women eau de parfum 90ml“