ქალის სუნამო ნიჟარა – ფრანკ ოლივერის ლეგენდარული არომატის პირველად ნახვა, ასეთ ასოციაციას იწვევს მომხმარებელში. დიზაინერმა ნატურალური პარფიუმერიის შექმნის შესახებ, 1993 წელს გამოთქვა პირველად აზრი. 1998 წელს კი, ბრენდმა გამოუშვა ამავე სახელწოდების ფრანგული წარმოების სუნამო Franck Olivier.
სუნამო გაჯერებულია ხილისა და კენკრის მდიდარი კომბინაციით. სასტარტო ნოტებზე იგრძნობა გრეიფრუტის სურნელი. შემდეგ უერთდება ატამი, ქლიავი და შავი მოცხარი. შესავალ ეტაპზე განსაკუთრებულ როლს თამაშობს ვანილი და ეგზოტიკური მარაკუია. პარფიუმერული კომპოზიციის გულში ჟღერს ყვავილების მელოდია, რომლის თაიგული, შეიცავს ვარდის, ჟასმინის და ილანგ-ილანგის ნოტებს. თუ გსურთ შეიძინოთ ამ სუნამოს 50ml მოცულობა, ეწვიეთ ამ გვერდს – Franck Olivier Paris For Women Edp 50ml.
ეს უბრალოდ წარმოუდგენელი კომბინაციაა, რომელიც ქმნის სიმსუბუქის, ამაღლებულობის განცდას. კომპოზიციის დასკვნითი ეტაპი ივსება მუშკითა და სანდლის ხით. შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს, რომ ასეთი კომბინაცია კანფეტების ქარხანასთან ასოცირებას გამოიწვევს, მაგრამ ეს ასე არ არის. სწორი პროპორციების წყალობით, სუნამოს შლეიფი ჰაერში მსუბუქად ნავარდობს!
თამუნა –
სუნამო ფრანკ ოლივერი – ჩემო პარფიუმერული აღმოჩენაა! არომატში აშკარად იგრძნობა ვანილი, მუშკი და ატამი. მაგრამ 90%-ით ჩემთვის მას, პუდრისებრი სურნელი აქვს.
სუნამო არის ძალიან სექსუალური, ნაზი და რომანტიული. როცა მას ვიპკურებ, ქალურობისა და სილამაზის ატმოსფეროში ვიძირები. გამყოლი სურნელი გასაოცარია – ტანსაცმელზე მთელი დღეები ნარჩუნდება, და მთელი დღე კანზე.
ნინო –
ძალიან, ძალიან მაგარი სუნამოა👏👏👍👍👍 მოლოდინს მართლაც რომ გადააჭარბა! ამისთვის დიდი მადლობა CIEL-ს. თქვენი მუდმივი მომხმარებელი❤️
Store manager სიელი –
დიდი მადლობა ქალბატონო ნინო ასეთი შეფასებისთვის! ყოველთვის გაგახარებთ სასიამოვნო შეთავაზებებით!