სუნამო MontBlanc Emblem Homme – ცნობილი ფრანგული ბრენდი Mont Blanc სისტემატიურად ანებივრებს მამაკაცებს ახალ-ახალი პარფიუმით, მისი ერთი-ერთი საჩუქარი თამამი და უდრეკი მამაკაცებისთვის ეს ახალი სუნამო გახლავთ. ეს არის ლაღი არომატი, პიკანტური ნოტებითა და ხის ფუჟერული ენერგეტიკით. 2014 წელს ეს არომატი გახდა უძვირფასესი შენაძენი მამაკაცებისთვის, რომლებიც აფასებენ პროდუქციის ხარისხსა და ლაკონურობას.
მრავალმხრივი კომპოზიცია მოწოდებულია კოცნისთვის, ხვევნისთვის, აღგზნებისთვის. ეს არის წარმოუდგენლად მდგრადი და ემოციური სურნელი, რომელიც დიდხანს რჩება თქვენთან ერთად. მისი შეღწევადობის უნარი პირველივე ნოტებიდან ატყვევებს ყნოსვას, ამიტომ სუნამო წარმოუდგენელი მომხიბვლელობით გამოირჩევა. ეს ელეგანტური, მაცდუნებელი და თამამი არომატი ღირსეულად ავსებს თანამედროვე მამაკაცის იმიჯს.
მხოლოდ MontBlanc Emblem Homme და არც ერთი სხვა სუნამო არ ხასიათდება სპეციების უჩვეული ჯაჭვით, სურნელოვანი ბალახეულითა და პიკანტური დარჩინის განსაცვიფრებელი ჩრდილებით. ტონკას მარცვლების ელეგანტური ნოტები და ხის სიძლიერე ბაზაში კომპოზიციის ბრწყინვალე დასასრული გახლავთ. ეს არომატი ატყვევებს, განსაკუთრებულ შარმსა და თავდაჯერებულობას ჩუქნის საკუთარ მფლობელს.
მიმოხილვა
ფილტრის მოხსნამიმოხილვები ჯერ არ არის.