მამაკაცის სუნამო Chanel Allure Homme Sport, თანამედროვე პარფიუმერული ხელოვნების სამყაროში ნამდვილ, უნიკალურ კლასიკად შეიძლება ჩაითვალოს. ამ არომატით ძლიერი სქესის ყველა წარმომადგენელს შეუძლია თავი იგრძნოს, შეუდარებელ ჯენტლმენად, რომელიც გამოიყურება მიმზიდველად და ელეგანტურად.
სადაც არ უნდა წახვიდეთ – საქმიან შეხვედრაზე, მეგობრულ შეხვედრაზე თქვენი საყვარელი მეგობრებთან, რომანტიკულ პაემანზე ან საღამოს გასეირნებაზე, უნდა აირჩიოთ ლამაზი, შესაფერისი სამოსი, და Chanel Allure Homme Sport-ის ჯადოსნური არომატის რამდენიმე წვეთი.
შებოლილი ტონკას მარცვალი მიმზიდველ ქარვასთან ერთად სურნელს მაცდუნებელ და განსაცვიფრებელს ხდის. ბოლო სიტყვა რჩება თეთრ მუშკთან და აყვავებულ ელემთან, რომელსაც აქვს თავბრუდამხვევი ეფექტი და დაგავიწყებს სამყაროში ყველაფერს. თუ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე მიდიხართ, არ დაგავიწყდეთ თქვენი იმიჯის დივერსიფიკაცია პოპულარული Chanel Allure Homme Sport სურნელით.
Bagram –
პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მიხარია ასეთი ადამიანის გაცნობა, როგორიც არის ბატონი მალხაზი. ეს იყო ჩემი პირველი გამოცდილება ასეთი სეგმენტის სუნამოს ყიდვაში და 100 % კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევნით. Chanel Allure Homme Sport-ი არის ზუსტად ის რასაც ვეძებდი, და არის, ჩემი აზრით, უნივერსალური სუნამო რომელიც მოუხდება როგორც სპორტულ, ასევე კლასიკურ სტილს.
Store manager სიელი –
ბატონო ბაგრამ, მე კი მსურს აღვნიშნო თქვენი მაღალი ინტელექტი და აღზრდა. თქვენ ასევე გაგაჩნიათ მადლიერების გრძნობა, რაც ცოტა იშვიათია ზოგიერთ თანამედროვე მომხმარებელში. მე დარწმუნებული ვარ, რომ შეძენის პროცესსაც სჭირდება თავისებური კულტურა, ისევე, როგორც კოსნულტანტს სჭირდება პროფესიონალიზმი მომხმარებელთან ურთიერთობისას. და თქვენ ბრძანდებით კულტურული და განათლებული მომხმარებელი. დიდი მადლობა ამ უკვე, თქვენ მეორე გამოხმაურებისთვის ჩემ საიტზე! გისურვებთ საუკეთესოს!
პატივისცემით, საიტის მფლობელი და სუნამოს ექსპერტი, მალხაზ ტაბაღუა.
ბაგრამ ტერ-მარქარიანი –
ძალიან დიდი მადლობა ჩემი ამგვარი შეფასებისთვის, ბატონო მალხაზ. ზოგადად კომპლიმენტი ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ როცა თქვენნაირი ადამიანი ამჩნევს და აფასებს იმას რის დახვეწაზეც ვმუშაობ მთელი ცხოვრება ეს უკვე სულ სხვა დონეა. გეთანხმებით ყოველივე სიტყვაში და განსაკუთრებით შეძენის პროცესის კულტურაზე. ეს ჩვენი შეხვედრა იმის ნათელი მაგალითია, რომ ხანდახან შეძენის პროცესს და კომუნიკაციას შეუძლია არანაკლები პოზიტიური ემოცია მოუტანოს ადამიანს ვიდრე თვითონ შეძენა. გაიხარეთ, ბატონო მალხაზ, და მომავალ შეხვედრამდე!
პატივისცემით, რიგითი მომხმარებელი, ბაგრამ ტერ-მარქარიანი.