შეეგებეთ ACQUA DI GIO ABSOLU-ს – წყლისა და ხის ნოტების სრულყოფილ კომბინაციას. ეს გახლავთ ACQUA DI GIO-ს ისტორიის მესამე თავი, რომელიც გვიამბობს მამაკაცური საწყისების ბუნებასთან შერწყმის, მისი შინაგანი სიძლიერისა და თავისუფლების ამოფრქვევის შესახებ. ადვილად ამოსაცნობი, თანამედროვე და ხალასი პაჩულის არომატის მფლობელი პარფიუმი – ბუნების ნამდვილი საგანძურია. მისი ფოთლების სურნელი ხესავით მძლავრი და ღრმაა.
პაჩული – ACQUA DI GIO ABSOLU-ს იდეალური ბუნებრივი კომპონენტია, რომელშიც ხის ნოტები და ზღვის სიღრმეები უნიკალურად ერწყმის ერთმანეთს. ალბერტო მორილასის მიერ გაფორმებული პაჩული ასხივებს ბზინვარებას, სიახლესა და მგრძნობელობას იდუმალებას შუქ-ჩრდილთა ზღვარზე. მისი მდიდარი არომატი ბუნებრივად აბალანსებს კომპოზიციას, ხელს უწყობს პარადოქსული და მრავალმხრივი კომბინაციის შექმნას.
მიმოხილვა
ფილტრის მოხსნამიმოხილვები ჯერ არ არის.