სუნამო Scandal Le Parfum Her Jean Paul Gaultier eau de parfum 80ml

Original price was: 550₾.Current price is: 495₾.

თქვენი შეკვეთა ექვემდებარება უფასო მიწოდებას საქართველოს მასშტაბით!  

ქალის სუნამო Jean Paul Gaultier Scandal Le Parfum Her – ეს ფეთქებადი პარფიუმი დაგავიწყებთ კარგ მანერებს და დაგაწყებინებთ ცხოვრებას მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის. ის ყოველთვის ყურადღების ცენტრშია და აფრქვევს ქალურობისა და ექსცენტრიულობის ნაპერეწკლებს. გჩუქნით გრძნობთა ისეთ დღესასწაულს, რომელიც ყველაფერს წალეკავს, რადგან ნამდვილი სკანდალი  ხმაურიანი უნდა იყოს! ღრმა, ყვავილოვანი აღმოსავლური არომატი პირველივე წუთებიდან გიპყრობთ ჟასმინის მხურვალე სურნელით, რომელიც სწრაფად იხსნება და მაცდური და სექსუალური ტკბილსა და წელვად კარამელს ერწყმის.

გურმანული აკორდები ენით აუწერელი სიტკბოთი აღწევს სხეულიდან სულში და დამატყვევებელი ჰარმონიით გიპყრობთ. შავი ვანილი მაცდურ, მგრძნობიარე და ღრმა შლეიფად იღვრება, რომელიც სრულ ჰარმონიაშია პარფიუმის იმპოზანტური ფლაკონის თავსახურთან. სტოპერის დამამშვენებელი გრძელი ფეხები ბრწყინვალებითა და გრაციოზულობით ისედაც მდიდრულ წითელ ფლაკონს ფუფუნების ელფერს აძლევს.

სუნამოს მოხმარების წესები: ექსპერტის რეკომენდაციები

ყურის ბიბილოს უკანა მხარე

ყურის ბიბილოების უკანა მხარე კარგი ადგილია – სუნამოს ინტიმურ ელფერს აძლევს. ასევე, მუხლის უკანა მხარეს, არომატებს ძალიან გამყოლი სურნელი მოაქვთ: მოძრაობაში ყოფნით, კანი თბება. ამ ზონის თავისებურება ის არის, რომ ჰაერი მიედინება ქვემოდან ზემოთ: თქვენ არ გესმით სუნამო, თავს არ გაბეზრებთ, გარშემომყოფები კი, არომატის ლამაზ შლეიფს დაიჭერენ.

დაისხი პულსირების ადგილზე

სხეულზე ცხელი წერტილები ის ადგილებია, სადაც კანი ყველაზე თხელია და ვენები მის ზედაპირთან ძალიან ახლოს გადის, ამიტომ იდეალურად ათბობს კანს. როცა ვენის პულსაცია ურტყამს კანს, ეს კი, სუნამოს კომპონენტებს ეხმარება, აიჭრას ჰაერში, რის გამოც სხვები გრძნობენ თქვენი სუნამოს სურნელს. განა ზუსტად ამ ეფექტს არ მოელის არომატისგან სუნამოს ყველა ფანი?

იპკურეთ ახალ დაბანილ თმაზე

სუნამოს მდგრადობა გაიზრდება, თუ სუნამოს იპკურებთ ახალ დაბანილ თმაზე. უმჯობესია არომატი ჯერ დაასხათ ხის სავარცხელს და შემდეგ გადაივარცხნოთ, – პირდაპირ თმაზე არაა სასურველი დასხმა, რომ არ გამოაშროს. მზის წნული: ამ ზონაში სხეულის ტემპერატურა მაღალია და სუნამო უკეთ ჟღერს. დაისხურეთ პულსირების ადგილებზე: მაჯებზე, იდაყვის მოხრის შიდა მხარე.

0 reviews
0
0
0
0
0

მიმოხილვა

ფილტრის მოხსნა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „სუნამო Scandal Le Parfum Her Jean Paul Gaultier eau de parfum 80ml“