
მამაკაცის სუნამო Jean Paul Gaultier Le Beau Le Parfum 100ml
Original price was: 450₾.395₾Current price is: 395₾.
სუნამო Jean Paul Gaultier Le Beau Le Parfum – ეს არის ვნებიანი და ხმამაღალი არომატი აღსავსე მამაკაცობის მაცდური მიმზიდველობით, რომელიც საკუთარი “მეს” საუკეთესოდ წარმოჩენის საშუალებას იძლევა. მისი ორმაგი კომპოზიცია, მიმზიდველობის მაგნიტურ ძალას ფლობს, გაიძულებს შეეხო ედემურ ცდუნებას ჩამალულს პროვოკაციულ ლურჯ-მწვანე, მამაკაცის ტორსის ფორმის ფლაკონში. აქ ხის აკორდები გადახლართულია აღმოსავლურ იდუმალებასთან. ტკბილ ანანასს ზედა ნოტებში მზის მცხუნვარე განწყობა შეაქვს. წვნიანი ხილი მჭიდროდ ეჯაჭვება ირისის განსაცვიფრებელ ფხვნილსა და პიკანტური ჯანჯაფილის ნოტებს, რომლებიც დაბურულია ქარვისა და კვიპაროსის წიწვოვანი ჩრდილებით.
კომპოზიციის გულში შექმნილია ქოქოსის ეგზოტიკური სიტკბოებოსა და თბილი მერქნის არაჩვეულებრივი, გასაოცარი ტანდემი. ტონკას მარცვლებისა და სანდლის ხის მამაკაცური დუეტი გრძნობისმიერ მელოდიად იხსნება, რომლის ლეიტმოტივი სანელებლების, კარამელისა და კრემისებრი ხის რბილობის საუცხოო აკორდებად ჟღერს. სულ ბოლოს კომპოზიციაში ქარვის ღრმა ნოტები იხლართება და ველური ყვავილოვნებით ცდუნების მწვავე ფლუიდებს იწვევს. მამაკაცის სუნამო Jean Paul Gaultier Le Beau Le Parfum – მისი შუშის გლუვ ზედაპირს მხოლოდ ოქროს ფერი ლეღვის ფოთლი ამშვენებს, რომელიც დიდი საიდუმლოს ამოსახსნელად გიწვევთ.
პროდუქცია იმავე კატეგორიიდნ
გამოხმაურების გასაგზავნად საჭიროა ავტორიზაცია.
მიმოხილვა
ფილტრის მოხსნამიმოხილვები ჯერ არ არის.