მამაკაცის სუნამო Lacoste Match Point – მამაკაცის ტანსაცმლის თანამედროვე, მოდური ბრენდი Lacoste აგრძელებს ჩოგბურთისადმი მიძღვნილ პარფიუმერულ კოლექციას, ლიმიტირებული Lacoste Match Point-ის ხაზით. ჩოგბურთის კორტების ატმოსფეროს ამსახველი, კონტრასტებით მდიდარი და უაღრესად ინტენსიური სუნამოს პრეზენტაცია შედგა 2020 წელს. სიმბოლურია ფლაკონის გარე დიზაინიც: მისმა ჩაზნექილმა ქვედა ნაწილმა ამ არისტოკრატული სპორტის მოყვარულებს აუცილებლად უნდა შეახსენოს თითოეული შეჯიბრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი – მატჩ-პოინტი.
მასიური მუქი ფერის თავსახური იმ პირველი ჩოგანის ფორმის მინიშნებაა, რომელიც ჩოგბურთის დამფუძნებელმა გამოიგონა მრავალი წლის წინ. მწვანე ფერი ტყუილად არ არის არჩეული ოლფაქტორულ ამბასადორად – სწორედ მასში ხედავენ ავტორები ძლიერი ბუნებრივი ენერგიის გაუთავებელ წყაროს, რომელიც გამარჯვების სტიმულს იძლევა.
არომატული სამკუთხედის შუშხუნა მწვერვალი რბილად იწყებს აქტიურობას და მწვანე ბაზილიკის ნაპერწკლებით ბრწყინავს, მას უერთდება გრეიფრუტის ციტრუსოვანი ნოტები და ვარდისფერი წიწაკის აკორდების პიკანტური ფუფუნება. ინტენსიური მწვანე გული შთაგონებას ჩუქნის და გარს აკრავს მუსკატის კაკალს, მყუდრო გერანსა და არისტოკრატული გენტიანის სიმწარეს. კომპოზიცია მთავრდება ქაშმერანისა და კვამლიანი ვეტივერის რბილი ხის ფუძით, რომელსაც ფინალური აქცენტები გადააქვს პარფიუმის ქარიზმატული მფლობელის იმიჯის ჭრილში.
მიმოხილვა
ფილტრის მოხსნამიმოხილვები ჯერ არ არის.