ქალის სუნამო Lacoste L 12.12 French Panache For Women – 2019 წელს საზოგადოება განაცვიფრა თანამედროვე ფრანგული ბრენდის Lacoste-ს მიერ ქალისა და მამაკაცისთვის შექმნილმა სუნამოების ახალმა დუეტმა. ცნობილი ბრენდის პოლოს მაისურების კლასიკურმა დიზაინმა და მკაცრმა ხაზებმა შთააგონა პარფიუმერები შეექმნათ ქალებისთვის კეთილშობილი ყვავილოვანი ჩიპრე, რომელსაც Lacoste French Panache უწოდეს. სპორტული მაისურების საკულტო მოდელები, შერწყმული მაჯაზე დასხურებულ, ტუალეტის წყლის რამდენიმე ექსპრესიულ წვეთთან შესანიშნავად ავსებს სპორტით შთაგონებული, ენერგიული ახალგაზრდა ქალის იმიჯს, რომელიც შეუპოვრად მიიწევს დასახული მიზნისკენ.
არომატი მოთავსებულია ბრენდისთვის ტრადიციულ ფლაკონში, კლასიკური მინიმალიზმის სტილში – კვადრატული ფორმის მომრგვალებული დეტალებით. ცეცხლოვან, წითელი ფერის შუშაზე დატანილია მხოლოდ ლაკოსტას მწვანე ალიგატორი. სუნამოს შესხურების პირველივე წამებიდან, თითქმის ფიზიკურად იგრძნობა შავი მოცხარის ძლიერი ყნოსვითი ვიბრაციები და ციტრუსთა ფოიერვერკი;
ბერგამოტის დახვეწილი სიხალასე შერწყმულია ვარდისფერი წიწაკის თბილ დელიკატურ სურნელთან. კომპოზიციის გული გაჯერებულია მათრობელა შამპანურის რომანტიკული შხეფებით, რომლებიც ეპკურება ხავერდოვანი ვარდისა და ჟასმინ სამბაკის მოციმციმე ფურცლებს. ლაკოსტას ნათელი და მსუბუქი შლეიფი კეთილშობილი თეთრი ხის, მუშკისა და ბალზამიანი პაჩულის ძაფებისგან ნაქსოვ უხილავ მანტიად ეშვება და განუმეორებელ სურნელს ტოვებს.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.