
მამაკაცის სუნამო Y Yves Saint Laurent eau de toilette 100ml
Original price was: 250₾.169₾Current price is: 169₾.
მამაკაცის სუნამო Y Yves Saint Laurent, შთაგაგონებთ, გაბედულად მიჰყვეთ ოცნებებს. საკუთარი თავის გამოწვევით, საზღვრებისა და სტერეოტიპების გადალახვით, იპოვოთ განსაკუთრებული გზა. პირველი ნოტებიდან YSL Y იწყება ალდეჰიდების და პიტნის მძლავრი სურნელით, გაზავებული ლიმონისა და ბერგამოტის ციტრუსის აქცენტებით. თანდათან ჩნდება სალბის, გერანის და იის ფოთლის მდიდარი „მწვანე“ აკორდი, რომელიც გაძლიერებულია ვაშლითა და წვნიანი ანანასით. კომპოზიცია სრულდება კედარის და ვეტივერის ტანდემით.
მამაკაცის ივ სენ ლორანის სუნამო Ysl Y, 2017 წელს შექმნა ლეგენდარულმა პარფიუმერმა – დომინიკ როპიონმა. ეს სუნამო 2017 წლის მთავარი ტენდენციის – ლაკონურობის სიმბოლოა. ის ნამდვილი აღმოჩენაა მამაკაცებისთვის, რომლებსაც უყვართ ღრმა, მდიდარი, მაგრამ შეუმჩნეველი არომატები. როპიონისის მიზანი იყო შეექმნა სუნამო, რომელიც მამაკაცს ნებისმიერ სიტუაციაში მოერგებოდა.
- არომატის მიმართულება: ფუჟერი, მერქნული
- საწყისი ნოტები: ბერგამოტი, ჯანჯაფილი, ლიმონი, პიტნა, ალდეჰიდები
- გულის ნოტები: ანანასი, გერანიუმი, იის ფოთოლი, სალბი, ვაშლი
- საბაზისო ნოტები: თეთრი კედარი, ვეტივერი, საკმეველი, მუშკი, ბალზამის ნაძვი, ამბრა
1 მიმოხილვა: მამაკაცის სუნამო Y Yves Saint Laurent eau de toilette 100ml
ფილტრის მოხსნაგამოხმაურების გასაგზავნად საჭიროა ავტორიზაცია.
დავით კეკელიძე –
Y Yves Saint Laurent – ივ სენ ლორანის დახვეწილი და ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული, მოკრძალებული სუნამოა. თავდაპირველად მის ძლიერ შლეიფს შორიდანაც კი გრძნობთ, რომელიც თანდათან იკლებს. დაახლოებით ორი საათის შემდეგ ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ახლახან დაისხურეთ. ის ასევე იცვლება დროთა განმავლობაში.