სუნამო Chanel Egoiste Platinum eau de toilette 100ml | 3.4 Oz

(1 მომხმარებლის მიმოხილვა)

Original price was: 450₾.Current price is: 295₾.

თქვენი შეკვეთა ექვემდებარება უფასო მიწოდებას საქართველოს მასშტაბით!  

Chanel Egoiste Platinum-ის საოცარი პარფიუმერული თაიგული, შექმნილია თავდაჯერებული მამაკაცისთვის, რომელიც კლასიკური შანელის ეგოისტის შემდეგ გამოჩნდა მსოფლიო არომატულ ბაზარზე. პროვოკაციული სახელი აინტრიგებს და აღვიძებს წარმოსახვას. როზმარინის და ნეროლის კლასიკური საწყისი ნოტები მოცულია ლავანდის ტრადიციული სურნელით, შერეული მწვანე ნოტებით. თბილი ხის ბაზა იხსნება ხავსის, ვეტივერის და საკმევლის ნოტებით.

ეს არის ენერგიისა და მამაკაცურობის საოცარი ნაზავი მათთვის, ვისაც უყვარს მოქმედება, გამოწვევა და თავგადასავალი. სუნამო იხსნება ლავანდისა და როზმარინის სურნელოვანი აკორდით, რომელიც მხარს უჭერს პარაგვაის პეტიგრაინის ნოტს. სალბი კავკასიიდან და ბურბონის გერანი სიცოცხლეს მატებს სუნამოს.

CHANEL EGOISTE PLATINUM: შექმნის ისტორია

„ეგოისტი“ შთაგონებული იყო ქალის სუნამოთი, რითაც შეიძლება აიხსნას, თუ რატომ განსხვავდება იგი იმდროინდელი სხვა მამაკაცის სუნამოებისგან. 1980-იან წლებში პარფიუმერმა ჟაკ პოლჟმა მიმართა 1926 წლის სუნამო Bois des Iles-ის ფორმულას, რომელიც შექმნა კოკო შანელისთვის პარფიუმერმა ერნესტ ბომ – Chanel 5-ის ავტორმა. ორიგინალური კომპოზიცია შეიცავდა სანდლის ხის ზეთს და საფირმო თბილ ქარვისფერ-მუშკს.

ერთხელ ჟაკ პოლჟმა ინტერვიუში თქვა: „იცით, მამაკაცების ბაზარი ძალიან სპეციფიკურია. ჩვენ გრძელი გზა გავიარეთ Egoist-თან ერთად და მე მიყვარს ეს.” 1994 წელს Chanel-მა გამოუშვა Platinum Égoïste. და სწორედ მან მისცა სახლს კომერციული წარმატება. “პლატინუმი” იყო საჭირო დროს და საჭირო ადგილას, მან სწორად აითვისა დროის სული და დაიპყრო ტენდენციები იმდროინდელი პარფიუმერიის ბაზარზე.

სუნამოს მოხმარების წესები: ექსპერტის რეკომენდაციები

ყურის ბიბილოს უკანა მხარე

ყურის ბიბილოების უკანა მხარე კარგი ადგილია – სუნამოს ინტიმურ ელფერს აძლევს. ასევე, მუხლის უკანა მხარეს, არომატებს ძალიან გამყოლი სურნელი მოაქვთ: მოძრაობაში ყოფნით, კანი თბება. ამ ზონის თავისებურება ის არის, რომ ჰაერი მიედინება ქვემოდან ზემოთ: თქვენ არ გესმით სუნამო, თავს არ გაბეზრებთ, გარშემომყოფები კი, არომატის ლამაზ შლეიფს დაიჭერენ.

დაისხი პულსირების ადგილზე

სხეულზე ცხელი წერტილები ის ადგილებია, სადაც კანი ყველაზე თხელია და ვენები მის ზედაპირთან ძალიან ახლოს გადის, ამიტომ იდეალურად ათბობს კანს. როცა ვენის პულსაცია ურტყამს კანს, ეს კი, სუნამოს კომპონენტებს ეხმარება, აიჭრას ჰაერში, რის გამოც სხვები გრძნობენ თქვენი სუნამოს სურნელს. განა ზუსტად ამ ეფექტს არ მოელის არომატისგან სუნამოს ყველა ფანი?

იპკურეთ ახალ დაბანილ თმაზე

სუნამოს მდგრადობა გაიზრდება, თუ სუნამოს იპკურებთ ახალ დაბანილ თმაზე. უმჯობესია არომატი ჯერ დაასხათ ხის სავარცხელს და შემდეგ გადაივარცხნოთ, – პირდაპირ თმაზე არაა სასურველი დასხმა, რომ არ გამოაშროს. მზის წნული: ამ ზონაში სხეულის ტემპერატურა მაღალია და სუნამო უკეთ ჟღერს. დაისხურეთ პულსირების ადგილებზე: მაჯებზე, იდაყვის მოხრის შიდა მხარე.

5
1 review
1
0
0
0
0

1 მიმოხილვა: სუნამო Chanel Egoiste Platinum eau de toilette 100ml | 3.4 Oz

ფილტრის მოხსნა
  1. ეკა კაკაბაძე (დამოწმებული მფლობელი)

    სუნამო Chanel Egoiste Platinum – არის მამაკაცურობის და ბრუტალურობის აპოთეოზი! მე ყოველთვის მინდა ვიყო ასეთი მამაკაცის გვერდით. ისინი ისეთი მამაცი, ბრუტალური, კლასიკური, მიმზიდველი არიან, სექსუალური, მაგრამ არა ვულგარული, ინტელექტუალები. წარმატებული, ელეგანტური, მამაცი, სანდო მამაკაცის სუrნelი აქვს! ზედმეტია იმის თქმა, რომ უკვე 4-ჯერ ვაჩუქე და ყოველთვის კმაყოფილი იყო)))

მიმოხილვის დამატება