სუნამო ფარენგეიტი – არის ძალიან მგრძნობიარე და ვნებიანი სურნელი, რომელიც განასახიერებს მამაკაცის იმიჯს 1980-იან წლებში. Fahrenheit Christian Dior პარფიუმერულ ბაზარზე 1988 წელს გამოჩნდა. ის არის მგრძნობიარე მამაკაცის სურნელი, რომელიც მზად არის გამოავლინოს მთელი თავისი გრძნობებისა და ემოციების სისავსე. სუნამოში შედის ხის ნოტები, ხავსიანი ნოტები, კედარი, კუნელი და ცხრატყავა. ეს კლასიკური სუნამო მის მფლობელს შესძენს თავდაჯერებულობის გრძნობას და ახალ იმიჯს.
ფანებს ხშირად უკვირთ, თუ როგორ ჯდება “ქალური” ია ორგანულად, მამაკაცის სუნამოში. ამასთან, ცოტამ თუ იცის, რომ ეს ყვავილი გამარჯვებულთა სიმბოლოა – ნაპოლეონის არმიამ თავის სიმბოლოდ ია აირჩია. რომაელებს მიაჩნდათ, რომ ეს მცენარე ხსნის დაღლილობას, აძლიერებს სულს და ავითარებს სიბრძნეს, ამიტომ სიამოვნებით ამატებდნენ მას ღვინოში. შეიძინეთ სუნამო Fahrenheit Christian Dior ონლაინ განვადებით და შეკვეთასთან ერთად მიიღეთ საჩუქარი.
იხილეთ დანარჩენი არომატების კოლექცია კატალოგში – მამაკაცის სუნამოები. თუ გსურთ ამ სუნამოს ვერსია Eau de parfum-ში, ეწვიეთ ამ გვერდს – Fahrenheit Christian Dior Eau De Parfum.
- საწყისი ნოტები: მანდარინი, კუნელი, გვირილა, ბერგამოტი, ჯავზი, ლავანდა
- გულის ნოტები: ხეობის შროშანი, მუსკატის კაკალი, ცხრატყავა, მიხაკი, იის ფოთოლი, ჟასმინი
- საბაზისო ნოტები:მუშკი, ვეტივერი, ტყავი, პაჩული
DIOR FAHRENHEIT: შექმნის ისტორია
ისტორიას 2 ვარიანტი აქვს. პირველი ვერსიით, მორის როჟემ, რომელიც ახალი სუნამოს შექმნაზე ფიქრობდა, სუზაკი და ალმერაკი კინოში მიიწვია – “With All My Strength” სილვესტერ სტალონეს მონაწილეობით. სეანსის შემდეგ მან ჰკითხა პარფიუმერებს: „დაინახეთ ტესტოსტერონის რა რაოდენობაა? ზუსტად ასეთი უნდა იყოს ჩვენი სუნამოც!”.
მეორე ვერსიით, გამოაცხადებული იყო კონკურსი, სადაც ასევე იყო ცნობილი „ცხვირი“ – ჟან-კლოდ ელენა. სწორედ მისი ვერსია აირჩიეს პრეტენდენტად. სანამ პარფიუმერი გამარჯვებას ზეიმობდა, როჟემ გადაიფიქრა და საბოლოო არჩევანი სუზაკისა და ალმერაკის ვერსიაზე შეაჩერა. რამდენიმე წლის შემდეგ წარუმატებელი ფარენჰეიტი გახდა Bulgari’s Eau Parfumee au The Vert. წაიკითხეთ მეტი ამ ისტორიაზე, სტატიიდან – Dior Fahrenheit: დიორის ლეგენდარული სუნამოს ისტორია.
სასარგებლო რჩევა
სუნამოს ექსპერტის აზრით, Fahrenheit Christian Dior მოერგება ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციას. საქმიან შეხვედრაზე და წვეულებაზე, ოფისში თუ რესტორანში.
ეს ულამაზესი სურნელი მშვენივრად ჟღერს ნებისმიერ ამინდში. დაისხურეთ ის პულსირების ადგილებზე – მაჯაზე, იდაყვის მოხრის შიდა მხარეს, საფეთქელთან. დაბანილ, ოდნავ შემშრალებულ თმაზე, ოღონდ, უმჯობესია დაასხათ ხის სავარცხელს და შემდეგ გადაივარცხნოთ, – პირდაპირ თმაზე არაა სასურველი, რათა არ გამოაშროს ის.
მარი აბესაძე –
სუნამო ფარენგეიტი, უდავოდ იპყრობს ყურადღებას! ჩემმა დაქალმა, მაგალითად, მაშინვე მიაქცია ყურადღება ქმრის ამ კონკრეტულ სუნამოს. რა თქმა უნდა, ეს არომატი ყველა ტიპის კაცს არ შეეფერება, და არც ყველა ასაკის შესაფერისია, ამ არომატის ტარებას, შეიძლება ითქვას, ცოდნა უნდა. ეს არის მოწიფული მამაკაცის სურნელი და არა ბიჭუნასი.
Bagram –
ჩემი კომენტარი მინდა დავიწყო რამდენიმე სიტყვით ბატონ მალხაზ ტაბაღუაზე, რომელიც სულ რამოდენიმე საათის წინ გავიცანი. ეს არის არა მხოლოდ კაცი პროფესიონალი. ეს არის ასევე ინტელიგენტური ადამიანი, რომელთანაც ყველანაირად სასიამოვნოა კომუნიკაცია, ადამიანი რომლისთვისაც მთავარია კლიენტის კმაყოფილება.
ბევრი პოზიტიური კომენტარი მსმენია სუნამო Farenheit-ზე, მათ შორის ბატონ მალხაზისგან. და ახლა, როდესაც პირველად ცხოვრებაში შევიძინე, მესმის რაზეა დაფუძნებული ამდენი აღფრთოვანება და რითი არის დამსახურებული ლეგენდის სტატუსი.
ძალიან მიხარია რომ შემიძლია თამამად ვთქვა, rომ ეს სუნამო გახდა ჩემი იმიჯის ნაწილი. აგრეთვე შემიძლია დავამატო, რომ ეს სურნელი ადვილად შეიძლება იქცეს თქვენ სავიზიტო ბარათად.
Store manager სიელი –
უღრმესი მადლობა ბატონო ბაგრამ ასეთი თბილი გამოხმაურებისთვის და შეფასებისთვის! თქვენც საუკეთესო და სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვეთ ჩემზე. სასიამოვნოა თქვენნაირი ერუდირებული, აღზრდილი და ინტელიგენტი ახალგარზდა ადამიანის გაცნობა! გისურვებთ ყოველივე კარგს. ყოველთვის მიიღებთ ჩემგან და ჩემი გუნდისგან პერსონალურ მაღალი ხარისხის მომსახურებას!
ღრმა პატივისცემით, სუნამოს ექსპერტი, მალხაზ ტაბაღუა!
ბაგრამ ტერ-მარქარიანი –
პატარა განახლება ერთი დღის გამოყენების შემდეგ. სურნელი, ერთი სიტყვით რომ აღვწერო – ფანტასტიურია. ამგვარი ბალანსი ციტრუსის და ტკბილის მართლაც შედევრია. კიდევ ერთხელ მადლობა, ბატონო მალხაზ, რომ ასეთი შესაძლებლობა მომეცით. დღეს სამსახურში ყველა მაგას მეკითხებოდა თუ რა ბრენდის სუნამოა. მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის და მიღებისთვის. როგორც თქვით გუშინ, ყოველთვის სასიამოვნოა ისეთი ადამიანის შეხვედრა, რომელიც შენსავით მსჯელობს. ასე რომ დარწმუნებული ვარ კიდევ არაერთხელ შევხვდებით, ბატონო მალხაზ.
უსასრულო პატივისცემით, თქვენი ახლადგამომცხვარი კლიენტი, ბაგრამ ტერ-მარქარიანი!