ამ კატეგორიაში წარმოგიდგენთ Estee Lauder-ის სუნამოებს და კოსმეტიკას. ჩვენს ონლაინ მაღაზიაში არსებული პროდუქცია, 100%-ით აუთენტურია. შეიძინეთ განვადებით 3-დან 12 თვემდე, ბარათით ან ქეშით. გვაქვს უფასო მიტანის სერვისი. გისურვებთ სასიამოვნო შოპინგს!

თქვენი შერჩევის შესატყვისი პროდუქტი ვერ მოიძებნა.

Estee Lauder არის Estee Lauder Companies Inc., რომელიც წარმოიშვა 100 წელზე მეტი ხნის წინ ახალგაზრდა ამერიკელი ქალის, ესტეს ექსპერიმენტების წყალობით, რომელმაც საკუთარი ქიმიკოსი ბიძის რეცეპტით ღუმელში „შექმნა“ სახის ახალი კრემი.

წლების შემდეგ, ის გახდა ეპოქალური ქალბატონი და მისი სახელი მთელ მსოფლიოში გაისმა. ესტე დაიბადა 1908 წელს და 9 წლის ასაკში შექმნა პირველი კრემი და უკვე 1933 წელს ქმართან ერთად ჩაატარა პირველი „სარეკლამო კამპანია“ თავისი კოსმეტიკისთვის.

დიდი ხნის განმავლობაში, ბრენდის ოფიციალური რეგისტრაციის შემდეგაც, ესტე ლაუდერის კოსმეტიკა ხელით იქმნებოდა. ის გამუდმებით მუშაობდა მომხმარებლებთან, ხშირად ჩუქნიდა თავის კრემებს.

ესტემ გამოიგონა სარეკლამო პროდუქტები, როგორიცაა უფასო ნიმუშები და საჩუქრები მომხმარებლებისთვის. დღეს კორპორაცია Estee Lauder-ს ჰყავს 18 მოდის ბრენდი, რომლებიც აწარმოებენ კოსმეტიკასა და სუნამოებს.