ბედნიერების სუნამო – Happy Essence Forever! კომპანია სიელმა მსოფლიო პარფიუმერულ პუბლიკას წარუდგინა არომატი საიდუმლოთი: მისი შემადგენლობა ადამიანის კარგ განწყობაზე მაქსიმალური ეფექტურობით მოქმედებს. სუნამო „ბედნიერების ელექსირი” – სახელწოდება თავად გვეუბნება სათქმელს. მეცნიერებმა, პარფიუმერებმა, ტექნოლოგებმა და სპეციალისტებმა Happy Essence Forever-ში შეკრიბეს კომპონენტები, რომლებიც პოზიტიურად მოქმედებენ ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.
Happy еssence-ის ფორმულა საიდუმლოდ ინახება. ის დაფარულია არომატის შემქმნელის, ცნობილი ფრანგი პარფიუმერის ჟან პიერ ბეტუარის მიერ, როგორც ინტელექტუალური საკუთრება. ცნობილია მხოლოდ, რომ არომატს შეუძლია გამოავლინოს ქალის ბედნიერების კოდი. სუნამოს შემადგენლობაში შედის Calmosensine-ის კომპლექსი, რომელიც შეიცავს, ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონის – ენდორფინების გამოყოფის მასტიმულირებელ ნივთიერებას.
როგორ მუშაობს
Calmosensine-ის კომპლექსი ბლოკავს ნეგატიურ ემოციებს, აღადგენს ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. ასეთი სახით, არომატი მუშაობს ფიზიოლოგიურ და სულიერ დონეზე და მისი მფლობელისთვის ხდება ბედნიერების წყარო. ბედნიერების სუნამო Happy еssence-ს დადებითი შეფასება მისცეს სილამაზისა და მოდის წამყვანმა სპეციალისტებმა, პრიალა მოდის ცნობილი ჟურნალების ბიუთი-რედაქტორებმა, წამყვანმა ფსიქოლოგებმა და ესტრადისა და კინოს ვარსკვლავებმა.
ჟან-პიერ ბეტუარი – “ბედნიერების ელექსირის” შემქნელი.
პარფიუმერის სხვა არომატები: Fendi Palazzo, Burberry Touch for Men, The Dreamer Versace
Reviews
ფილტრის გასუფთავებაThere are no reviews yet.