საგარანტიო მომსახურება:

  • შესაძლო გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით , გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ საგარანტიო პირობებს და მომსახურების წესებს .

iemima.ge  გილოცავთ შენაძენს და მადლობას გიხდით , რომ არჩევანი ჩვენზე შეაჩერეთ .

  • საგარანტიო მომსახურება გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი  — ,, მომხმარებელთა უფლებათა კანონში  ‘’ გაწერილი პირობების  გათვალისწინებას . გაყიდვის შემდგომი დაზიანებული  მოწყობილობის უსასყიდლო შეკეთებას ან შეცვლას — სრული გარანტიის პირველ პერიოდში —  2( ორი ) წელი  , რაც მოიცავს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ; სრული გარანტიის მეორე პერიოდში სს,,ელიტ ელექტრონიქსი“ დააფინანსებს მომსახურებას, ხოლო სათადარიგო ნაწილის და ტრანსპორტირების  ღირებულებას იხდის მომხმარებელი.
  • თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, საგარანტიო მომსახურების მისაღებად მომხმარებელმა   უნდა მიმართოს  შპს ,, ელიტ სერვისს ‘’ .
  • მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან. მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
  • საგარანტიო ნივთის  შეკეთება  ან შეცვლა უნდა მოხდეს  შესაკეთებელი მოწყობილობის ავტორიზებულ სერვის ცენტრში წარდგენიდან   გონივრულ ვადაში .
  • მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

ა) საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;

ბ) მოვაჭრემ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;

გ) მოვაჭრის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.

  • მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  • მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.
  • იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად არათანაზომიერია ან შეუსაბამოდ დიდია ხარჯი, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:

ა) საქონლის ან მომსახურების ფასი მისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში;

ბ) საქონლის ან მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის ხარისხი;

გ) საქონლის ნაკლის მომხმარებლისთვის შეფერხების შექმნის გარეშე აღმოფხვრის ალტერნატიული შესაძლებლობა.

საგარანტიო მომსახურება არ ხორციელდება/უქმდება თუ:

  • გასულია საგარანტიო ვადა;
  • საგარანტიო ტალონი არ არის წარმოდგენილი ;
  • არ არის წარმოდგენილი მწარმოებლის საგარანტიო ტალონი(არსებობის შემთხვევაში);
  • საგარანტიო ტალონში მონაცემები შეცვლილია, წაშლილია  ან გადაკეთებულია;
  • საგარანტიო ტალონში და მოწყობილობის კორპუსზე არ იკითხება ან ამძვრალია სერ/ნომერი, იმეი კოდი;
  • მოწყობილობას აღენიშნება ვიზუალური ან  მექანიკური დაზიანება/დეფექტი;
  • მოწყობილობა გამოიყენებოდა მისი  დანიშნულების შეუსაბამო მიზნ(ებ)ით, არასაყოფაცხოვრებო დანიშნულებისათვის;
  • დაზიანებულია ან ამძვრალია პლომბი ან ლუქი;
  • დარღვეულია მწარმოებლის მიერ მოწყობილობაზე თანდართული შენახვისა და მოხმარების წესი;
  • დაზიანება გამოწვეულია კომპიუტერული ვირუსის ან შეუსაბამო ფაილ(ებ)ის მიერ;
  • დაზიანება გამოწვეულია ელ.ქსელის გაუმართაობით(ძაბვის ცვლილება მეტია ან ნაკლებია 220-230 ვოლტზე), მექანიზმის დანესტიანებით, კოროზიით, მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით, ექსპლუატაციის და შენახვის წესების / პირობების დარღვევით, არაკომპეტენტური პირის მიერ ჩატარებული არაკვალიფიკაციური სარემონტო/სამონტაჟო სამუშაოების შედეგად.

მომსახურე სერვის ცენტრი პასუხს არ აგებს  კლიენტის — ინფორმაციის შენახვაზე.

გარანტია არ ვრცელდება პროგრამულ უზრუნველყოფაზე, სისტემური ბლოკის კვების ბლოკზე, ნივთის ელემენტზე,ხუთ პიქსელამდე დაზიანებაზე, მეხსიერების ბარათზე, სადენებზე, გადამყვანებზე ,სამუხტ მოწყობილობასა და სხვა აქსესუარებზე.

ნივთის შეცვლა დაშვებულია მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში:

  • თუ ნივთს გახსნისთანავე (ყუთიდან ამოღებისთანავე) დაუფიქსირდა ვიზუალური დეფექტი-შეძენილი ნივთის მიღებისთანავე შეამოწმეთ მისი ვიზუალური მდგომარეობა ელიტ ელექტრონიქსის წარმომადგენლის თანდასწრებით.
  • თუ შეძენილ ნივთს გაყიდვიდან 5(ხუთი) კალენდარული დღის განმავლობაში აღმოჩნდება ქარხნული დეფექტი, მყიდველმა დაზიანებული ნივთი აღნიშნულ ვადაში უნდა წარადგინოს შპს ,,ელიტ სერვისში“. იმ შემთხევაში, თუ შპს ,,ელიტ სერვისი“  შეცვლის აქტით დაადასტურებს ქარხნულ დეფექტს, ნივთი შეიცვლება კომპანიის მიერ დადგენილი წესით.
  • თუ საგარანტიო ნივთი ვერ შეკეთდა რეკომენდირებულ სერვის ცენტრში მიტანიდან გონივრულ ვადაში, ,, მომხმარებელთა უფლებათა დაცვის კანონით გათვალისწინებელი პირობების დაცვით .
  • მხოლოდ ონლაინ შეძენის დროს , მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე  — 14 კალენდარული დღის განმავლობაში. ესეთ დროს ნივთის უკან მობრუნების სრული ხარჯი ( ტრანსპორტირება , დემონტაჟი და ა. შ ) მომხმარებელს ეკისრება  . აღნიშნული პირობა არ ვრცელდება ისეთ ნივთებზე , რომელის სარეალიზაციო ფასიი არ აღემატება 30( ოცდაათი) ლარს .

დამატებითი პირობები ონლაინ შეძენის დროს 1 ივნისიდან:

  • მხოლოდ ონლაინ შეძენის დროს , მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე  — 14 კალენდარული დღის განმავლობაში და დააბრუნოს შეძენილი ნივთი.
  • ნივთის დაბრუნების მნიშვნელოვანი პირობაა რომ მას ქონდეს სასაქონლო სახე, ახლდეს ყველა მაკომპლექტებელი აქსესუარი და მათ შორის ყუთიც.
  • მომხმარებელი ვალდებულია თავად უზრუნველყოს ნივთის დაბრუნება და გასწიოს მობრუნებასთან დაკავშირებული სრული ხარჯები მათ შორის ტრანსპორტირება და საჭიროების შემთხვევაში დემონტაჟიც.
  • თანხის უკან დაბრუნების დროს ხდება მხოლოდ ნივთის ღირებულების დაბრუნება, სს ‘ელიტ ელექტრონიქსი’  არ არის ვალდებული მომხმარებელს აუნაზღაუროს მის მიერ ნივთის შეძენისას გადახდილი ტრანსპორტირების საფასური.
  • 14 დღის განმავლობაში დაბრუნების პირობა არ ვრცელდება ისეთ ნივთებზე, რომელთა სარეალიზაცო ფასი არ აღემატება 30 (ოცდაათი) ლარს.